მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
„თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინდა მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო დიდი და შედეგიანი შრომისთვის. მეგზევის დღე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია აღინიშნება აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანს - ინჟინრებს, მშენებლებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს და სხვა. მათი დაუღალავი შრომის შედეგია მათ შორის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ თუ გარდამტეხი ეტაპი გადავლახეთ“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს, პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და აღნიშნა, რომ 2024 წელი გამორჩეული იყო მიღწევებითა და შედეგებით.
„წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი და ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზები. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ, რომელიც უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეისათვის, ქვეყნის ტეროტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით.
გრძელდება მაგისტრალის ახალი მონაკვეთების განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, გზების რეაბილიტაციის 149 პროექტის ფარგლებში, 1100 კმ გზაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც წლის ბოლომდე, 101 პროექტის ფარგლებში, დასრულდება 450 კმ გზის რეაბილიტაცია.
„ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილია და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამასთან, მასშტაბითა და საინჟინრო სირთულით უპრეცედენტო პროექტების განხორციელებით, ხელს ვუწყობთ საგზაო მშენებლობის დარგის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ დარგის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ მრავალ პროფესიულ წარმატებას”- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.