ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს, რა არის თავისუფალი მედია და მრავალფეროვნება, უნდა ნახოს საქართველო. თუ ვინმეს აინტერესებს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურად დავარცხნილი ტელევიზიები, უნდა ნახოს ბევრი ევროპული მედია სივრცე

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მომზადებულ სტატიას ეხმიანება.

„რეალურად აქ არა თავისუფალ მედიაზე საუბარი, არამედ თავისუფალი მედიის ერთგვარ დეზავუირებაზეა საუბარი, რადგან თუ ვინმეს აინტერესებს, რა არის თავისუფალი მედია და მრავალფეროვნება, უნდა ნახოს საქართველო. თუ ვინმეს აინტერესებს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურად დავარცხნილი და ფაქტობრივად, ერთი მესიჯბოქსის ქვეშ მოხვედრილი ტელევიზიები, უნდა ნახოს ბევრი ევროპული მედია სივრცე და ამაში დარწმუნდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აბსურდული ბრალდებები და ფაქტობრივი შეცდომები - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილმა მედია მიიტაცა. ამავე სიაში ორგანიზაციამ შეიყვანა ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ბენიამინ ნეთანიაჰუ.