1740735174
ირაკლი ქადაგიშვილი: ცდილობენ საზოგადოებაში მაქსიმალური ნიჰილიზმი დათესონ. ეს არის დღეს სამწუხაროდ ამ ოპოზიციის ნიშა

ყოველ ჟამს ელოდებიან რაიმე უბედურ შემთხვევას, მათ შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარს, რომ შემდგომ ამით საზოგადოება დაზაფრონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. დეპუტატი გამოეხმაურა დასავლეთში მიმდინარე სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.
„ეს უბრალოდ ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში მაქსიმალური ნიჰილიზმი დათესონ. ეს არის დღეს სამწუხაროდ ამ ოპოზიციის ნიშა და იმიტომაც არის, რომ ყოველ ჟამს ელოდებიან რაიმე უბედურს შემთხვევას, მათ შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარს, რომ შემდგომ ამით საზოგადოება დაზაფრონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.