ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელია

ქადაგიშვილი

რასაც ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათ უნდათ, რომ მართლმსაჯულების სისტემას ჩირქი მოსცხონ.

„ბრიუსელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის დაბრმავება პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის შემდეგ რაღა უნდა გააკეთონ. გადავიდეთ ხალხის დასჯაზე? ხალხს ეტყვიან, რომ ის ერთი პატარა მონაპოვარი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა, ამას წაგართმევთ?.

საქართველოსთან ურთიერთობის არსენალი მათ თვითონ შეიზღუდეს. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაიწყო, ერთხელაც არ მოგვისმენია პოზიტიური დამოკიდებულება. ყველაფერი გამსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით, რომ მოეყვანათ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტია, რომელიც მათ ყველა დავალებას შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

✕