რამდენი ხნის განმავლობაშია ვირუსი გადამდები
1734873728
რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს სიმართლის გაგონება და ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბისშემსხმელი არ არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციის მწვავე რეაქციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებების შემდეგ.
„ამ ადამიანებს აღიზიანებთ სიმართლის გაგონება. ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბისშემსხმელი და საკმევლისა და გუნდრუკის მკმეველი არ არის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.