ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1756669420
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ისეთი მაგალითებია, როდესაც არასამთავრობო სექტორი პირდაპირ იყო საბოტაჟის, რევოლუციური სცენარების განხორციელების ფინანსური თუ ორგანიზაციული მხარდამჭერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს.
„ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორის საქმიანობის სამართლებრივ თუ მორალურ, პოლიტიკურ თუ სხვა სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, როდესაც კანონი უხეშად ირღვევა, კანონი იწყებს შემდეგ უკვე ამაზე რეაგირებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.