1740160454
ირაკლი ქადაგიშვილი გახარიაზე: თუ ამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ის არ შემოვა პარლამენტში, მაშინ უკვე რეგლამენტის მიხედვით მოხდება მათი მანდატების გაუქმება

თუ ამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ის არ შემოვა პარლამენტში, მაშინ უკვე რეგლამენტის მიხედვით მოხდება მათი მანდატების გაუქმება, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიასა და მისი პარტიის წევრებზე საუბრისას.
ქადაგიშვილის თქმით, ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა და უპატივცემულობაა პარტიების მხრიდან, რომ გადალახეს ბარიერი და არ შევიდნენ პარლამენტში.
„ეს არის რეალობა, ეს არის ის, რასაც ამ შემთხვევაში აკეთებს გახარიაც, ოღონდ კიდევ სურს თან ამაში ფულიც აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სანამ კანონი აძლევს მას ამის გაკეთების საშუალებას, გააკეთებს. თუ ამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე იგი არ შემოვა პარლამენტში, მაშინ უკვე რეგლამენტის მიხედვით მოხდება მათი მანდატების გაუქმება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.