საგარეჯოში 40 წლის ქალს ეძებენ
1764072803
ეს არის ჩვეულებრივი საბანკო ყაჩაღობა, რომლის უკანაც გარკვეული პოლიტიკური წრეები დგანან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, „კრედიტ სუისს“ დავა მოუგო.
მისივე თქმით, მიზანია შანტაჟი, ზეწოლა იმ მიზნით, რომ საქართველოში იმ ხელისუფლების მოყვანა მოხდეს, რომელიც მარიონეტულ რეჟიმში იქნება.
„ამ ხელისუფლებას სწორედ მაგიტომაც მტრობენ, რომ არ არის მარიონეტული ხელისუფლება. ვინ არის ამ უკანონობის მხარეს საქართველოში, ვიცით ადამიანები დღე და ღამე დადიან სხვადასხვა კორიდორში იმ მიზნით, რომ რამენაირად, რამე ფორმით საქართველო, ვინმე ქართველი, რომელიმე ინსტიტუცია საქართველოსი, ოღონდ კი დასანქცირდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.