ირაკლი პეტრიაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს არცერთი სასამართლო პროცესი არ მოგვიგია. ახლა როდის წავაგე სასამართლო არ მახსოვს

ირაკლი პეტრიაშვილი

თავისუფალი სასამართლოც გვაქვს ახლა შრომასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციაც გვაქვს. ამ ყველაფერს გაუმჯობესება რომ უნდა, საამისო რესურსიც არის, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. მან ამ მხრივ „ნაციონალური მმართველობის დროს არსებული ვითარება გაიხსენა.

„შემიძლია ხვალვე განახოთ მთელი დასტა იმისა, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს] არცერთი სასამართლო პროცესი არ მოგვიგია. ახლა როდის წავაგე სასამართლო - და პროფკავშირებზე მეტ სასამართლო დავებს არცერთი ორგანიზაცია არ აწარმოებს შრომით დავებთან დაკავშირებით, არც მახსოვს. სასამართლო დავების 97-98% მოგებული გვაქვს, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა. სწორედ ისე, როგორც ჩაიწერა ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ უდიდესი ძალისხმევა გაწია“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.