მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული.
„თავს შევიკავებ დეტალების გახმოვანებისგან. იცით, რომ უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით. დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, უწყებებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული. ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის. დანარჩენი დეტალები უნდა გაირკვეს გამოძიების მსვლელობისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, შესაძლო დანაშაული იგეგმებოდა საქართველოში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნიშნები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, მოვერიდები ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გახმოვანებას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სუს-მა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.