"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.