საფეხბურთო გუნდი „რევანში“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1735152088
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა.
„ცალსახად პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი იყენებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი. ჩვენს დროს მოხდა ეს. უშუალოდ მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, როდესაც ეს პრიორიტეტი - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი - ავსახეთ კონსტიტუციაში. ეს უმაღლესი სტატუსის მქონე საკანონმდებლო ჩანაწერია, რომელიც 2017 წელს განხორციელდა. ამდენად, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო და მტკიცეა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა. საუბარი მაქვს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიენიჭათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს; მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატსა და პოლიტიკოსთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარადოქსულია, რომ ჩვენ ვიბრძვით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მთელი წლინახევრის განმავლობაში და ის ხალხი, რომლებმაც ჩვენს მიმართვაზე უარი გვითხრეს - კანდიდატის სტატუსი თავიდანვე არ მოგვანიჭეს- ახლა ჩვენზე ამბობენ, რომ არ ვართ პრო-ევროპულები. რა გამოდის? ისინი არიან პრო-ქართულები, მაგრამ ჩვენ არ ვართ პრო-ევროპულები? პარადოქსია ნამდვილად. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს პარადოქსი ძალიან თვალსაჩინო და ნათელია. ამიტომ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ კარგად იციან, რომ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და იმავდროულად ვიბრძვით საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.