„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
„წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში და ჩვენი ინტერესია, უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე, ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევეხეთ ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება, იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები.
ასევე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან. წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას შანხაისა და თბილისის დაძმობილების თაობაზე. მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. აქაც გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში, საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.