ჩადეთ ყინულის კუბიკები სარეცხ მანქანაში: ნაკლებად ცნობილი ხრიკი, თქვენი კომფორტისთვის
1787843580
მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და გუნდის გაძლიერებაზე.
„მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. შესაბამისად, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს, იმისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.