ირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში

ირაკლი კობახიძე

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა, რათა საქართველო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.

„ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში. საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის ამ თვალსაზრისით. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში, „დიდი შვიდეულის“ ხუთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.