„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
„ჩვენთვის მთავარია ყოველთვის სად არის სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ პრინციპს, სადაც შეიძლება არ ვიყოთ მართალი, იქ შეგვიძლია ყოველთვის გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სადაც ვართ მართალი, იქ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი პოზიციების პრინციპულად დაცვა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი გამოხმაურებები არა მარტო ამ კანონს ეხებოდა საერთაშორისო დონეზე. ამის მაგალითად ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის თემა მოიყვანა. „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას 500 ევროდეპუტატით, სადაც საუბარია იმაზე, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ როდესაც ამას მხედველობაში არ ვიღებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებს ვემიჯნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის სამართლის უზენაესობის ინტერესს. ან იყო ცოტა ხნის წინ ე.წ. 27 ქვეყნის ე.წ. დემარში, ევროკავშირის ელჩმა მიიტანა ეს ამბავი იუსტიციის მინისტრთან. ამასაც ვერ ექნება ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის აქვს საქართველოს კონსტიტუციას და სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვას. ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე ჩვენ ამ კანონის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.