ირაკლი კობახიძე: ევრონესტზე „ენჯეოს“ საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჰყავდათ მიწვეული, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ირაციონალური იყო

ირაკლი კობახიძე

ფაქტია, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, „ენჯეოს“ საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთ ვითარებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა აბსოლუტურად ირაციონალური იყო.

„აქაც არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.