"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის მიზიდულობის ახალ ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს. ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. გისურვებთ წარმატებებს და, საქართველოს მთავრობის სახელით, გპირდებით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.