ხვალ, 17 სექტემბერს, მეტეოროლოგიური დარტყმაა მოსალოდნელი - როგორ გავუმკლავდეთ მაგნიტურ ქარიშხალს
1758051427
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უნგრეთში მიემგზავრება. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში. ღონისძიება ბუდაპეშტში გაიმართება.
მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია. გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობაა.