ირაკლი კობახიძე: ჩვენთან წარმოდგენილი არიან პარტიები, რომლებიც მუდმივად მომართული არიან დესტრუქციისკენ, ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება

ირაკლი

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში წარმოდგენილი პარტიები, რომლებიც მუდმივად მომართული არიან დესტრუქციისკენ, ცდილობენ, არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური, დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება.

„რეალურად, ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება სარჩელი და შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად მომართული არიან დესტრუქციისკენ და მათი თითოეული ნაბიჯი გადადგმული არის დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ, საქართველოში არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს.