ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
157 კომპანიას პირობით ეპატია მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ენერგეტიკას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცეს უკვე დასრულდა. მთლიანობაში, 157 კომპანიას პირობით ეპატია მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.