ირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილისმომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური

ირაკლი კირცხალია

მათემატიკაში"ძალიან ძლიერად" არიან. ღიმილისმომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის სოფო ხორგუანის განცხადება.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ხორგუანის განცხადებაზე, რომელიც პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, თუმცა მისი პარტიის მიერ მიღებული 8% - ლეგიტიმური.

"მათემატიკაში "ძალიან ძლიერად" არიან. ღიმილისმომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური. მათი პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებაზე ყველა ვთანხმდებით, რომ მათმა პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში. შეხედეს იმას, რა მოცემულობაა ქვეყანაში. [გახარიას პარტიამ] მიიღო დავალება, შებრძანდით პარლამენტშიო. ვერ გეტყვით რამეს მოუმატებს, თუ დააკლებს ეს საპარლამენტო ცხოვრებას. საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის მივმართავდით, რომ არ ედოთ საზოგადოების პულსზე ხელი და მოუწევდათ იმ რეალობასთან შეგუება, რაც ქვეყანაში დგას“, - აღნიშნა კირცხალიამ.