ირაკლი კირცხალია სანდუზე: მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა, ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა ასეთი ადამიანი როდესაც სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ასეთ განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი

ირაკლი კირცხალია

„მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა, თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა ასეთი ადამიანი როდესაც სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ასეთ განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი“, - ასე შეაფასა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ მაია სანდუს განცხადება, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, მსგავსი განცხადება მაია სანდუს მხრიდან ცოტა კომიკურია.

„ძალიან კარგად ვხედავთ ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მას, მისნაირ ძალებს, მათ პატრონებს გაეცემათ შესაბამისი პასუხი მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ ქმედებისთვის, რასაც თავის ქვეყანაში აკეთებს და თავის ქვეყანას უკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.