ირაკლი კირცხალია: როგორც კი არჩევნები დასრულდება, როგორც კი ნახავს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, თუ რა ანგარიშით დამარცხდებიან, დამერწმუნეთ, მყისიერად შეიცვლება მათი რიტორიკაც და დამოკიდებულებაც

ირაკლი კირცხალია

როგორც კი არჩევნები დასრულდება, როგორც კი ნახავს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, თუ რა ანგარიშით დამარცხდებიან მათივე ლობირებული, დესტრუქციული ძალა და მათი დანაყოფები, დამერწმუნეთ, მყისიერად შეიცვლება მათი რიტორიკაც და დამოკიდებულებაც, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მან ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის მხრიდან არასამართლიან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობის 85% ქვეყნის ევროპული განვითარების და ევროინტეგრაციის მომხრეა. კეთილი ინებონ და შეეგუონ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომ აღნიშნულიდან 60% „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია. როგორც კი არჩევნები დასრულდება, გადაივლის 26 ოქტომბერი, როგორც კი ნახავს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, თუ რა ანგარიშით დამარცხდებიან მათივე ლობირებული, დესტრუქციული ძალა და მათი დანაყოფები, დამერწმუნეთ, მყისიერად შეიცვლება რიტორიკაც და დამოკიდებულებაც. ამას აუცილებლად მოეწევა ომის დასრულება ევროპის შუა გულში და ესეც იქნება ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხია იმ გადატვირთვის პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯების - დამერწმუნეთ, ეს მოხდება და გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობრებთან“, - განაცხადა კირცხალიამ.