„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის გადაწყვეტილება - მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
„მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, დღევანდელი მოცემულობით სად არის მათი რეიტინგი. თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები და დაელოდონ არჩევნებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.