ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ მუქარის გზავნილზე: არც ჩემს კოლეგას არ გაჰკვირვებია და არც ჩვენ არავის გაგვკვირვებია ამ ლიბერალური ფაშისტებისგან ასეთი განცხადებები, თუნდაც, იმ განცხადების მერე, რაც სუს-მა გააკეთა

კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატისთვის გაგზავნილ მუქარის შეტყობინებას აფასებს.

„დარწმუნებული ვარ, არც მას - ჩემს კოლეგას არ გაჰკვირვებია და არც ჩვენ არავის გაგვკვირვებია ამ ლიბერალური ფაშისტებისგან ასეთი განცხადებები, თუნდაც, იმ განცხადების მერე, რაც სუს-მა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დეტალი მიმდინარე გამოძიების პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის სქრინი სუს-ს მიაწოდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე კვირას ვითარების ესკალაციას ელის. უწყების მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, რადიკალიზაციის მსურველები ამჯერად პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან.