ლევან მახაშვილი: დიპლომატიური აკადემია მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რომელიც დიპლომატიური საქმიანობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს

ლევან მახაშვილი

დიპლომატიური აკადემია დიპლომატიური საქმიანობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„დიპლომატიური აკადემია მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება იმისთვის, რომ თეორიასთან ერთად, პრაქტიკული საქმიანობა ისწავლებოდეს. ამ ინსტიტუციის შექმნა სწორედ ამ მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს, რათა დიპლომატიური საქმიანობა გაძლიერებული იყოს ახალგაზრდა თაობით, რომელსაც ორივე მიმართულებით გამოცდილება ექნება. ეს ინსტიტუტი დიპლომატიური საქმიანობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.