ირაკლი კირცხალია ჰელსინკის კომისიაზე: ტრაგედიაა, როცა ქართველი ჩადის და ცრუ დასმენით ღალატობს თავის ქვეყანას

ირაკლი კირცხალია

ტრაგედიაა, როცა ქართველი ჩადის და ცრუ დასმენით ღალატობს თავის ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჰელსინკის კომისიაზე საუბრისას.

კირცხალიამ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის პოზიციის პარალელურად „გარკვეული ჯგუფი ჯერ ისევ მუშაობს“.

„ჩვენ ვიცით მათი [აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია] გაცხადებული პოზიცია ე.წ დიფ სთეიტის მიმართ, იმ არაფორმალური მმართველობის მიმართ. რაღაც გარკვეული ჯგუფი პარალელურად ჯერ ისევ მუშაობს. ჩვენ ვამბობთ, რომ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ტრამპს იმ გაცხადებულ პოლიტიკაში, რითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ჯერ-ჯერობით, არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ ვხედავთ, რომ ერთი ხელით რაღაც იხურება, მეორე მხრივ ჯო უისლონი, ლორა თორნტონი და რაღაც დაჯგუფება ფეთქვას“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კირცხალია ჰელსინკის კომისიის სხდომებს კომედიური ჟანრის დადგმას უწოდებს.

„მე მაქვს მოლოდინი ერთის, იმ განცხადებების, იმ სულისკვეთების რითაც ეს ადამიანი [დონალდ ტრამპი] მოვიდა ხელისუფლებაში მათთან ურთიერთობას ვგულისხმობ და ვგულისხმობ იმ მიმდინარე უსამართლო პროცესსაც, თუნდაც ჰელსინკის კომისიას, კომედიური ჟანრის დადგმას სადღაც ოთახში, ალბათ 90%-მა პოლიტიკოსებისა არც იცის ამ კომისიის შესახებ. ეს არის იმისთვის, რომ შემდეგ აქაურ მართულ მედიებზე, რაღაც საკენკი ჰქონდეს პოლიტიკურად განულებულ აგენტურას. მაგრამ ვხედავთ საღ აზრს, რომელიც იღვიძებს. მოვა იმის დრო და დაისმება კითხვა რა საფუძველზე და რა ფაქტებზე დაყრდნობით ხდებოდა ტყუილის გაჟღერება, რომელსაც ვისმენდით ჰელსინკის კომისიაზე. ადამიანი, რომელიც სერიოზულად შეხედავს, როცა დრო მოვა იმ კოლექტივს, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და შემდეგ იმ კლოუნადას, რომელიც იქ დაიდგა ალბათ ღიმილის მომგვრელი იქნება მინიმუმ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.