„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ადამიანის დაკავება და ასე შემდეგ - ეს არის ჩინეთის შიდა საქმე,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშული ფაქტის შესახებ ოპოზიციურ მედიაში ხაზგასმულია, რომ დაკავებული ჩინელი დიპლომატი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა.
მისივე თქმით, სპეკულაციები, რომელიც დღესაც ჩამოდის ბრიუსელიდან, ემსახურება ერთადერთს, რომ ქართული ეკონომიკას მაქსიმალურად შეუქმნან საფრთხე.
„ჩინეთი ჩვენთვის არს სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი და არა მარტო ჩვენთვის. რაც მოხდა, დაკავება და ასე შემდეგ - ეს არის ჩინეთის შიდა საქმე. უამრავ უმაღლესი თანამდებობის პირს ხვდებოდა სხვა და სხვა წამყვანი და ლიდერი ქვეყნებიდან მსოფლიოში. ასე, რომ აი ეს სპეკულაციები, ის ბინძური ნარატივი, რომელიც ჩამოდიოდა აქ წინა ადმინისტრაციიდან ამერიკის და დღესაც ჩამოდის ბრიუსელიდან ემსახურება ერთადერთს, რომ მაქსიმალურად შეუქმნან საფრთხე ქართული ეკონომიკას“,- განაცხადა კირცხალიამ.
საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.