წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
ბაჩიაშვილის საქმე უბრალოდ კომიკურია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას.
„ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და მისი აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში საქმე გვაქვს თაღლითობასთან. ის არის ჩვეულებრივი თაღლითი ამაზე მსჯავრდადებულიც არის, შემდეგ გაპარვა ნახა ყველამ, ახლა ვნახეთ, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ეს მიუთითებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა მეგობრებმაც ქვეყნის გარეთ და საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე. თითოეული ფაქტი და ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ამას ცხადყოფს. რაც შეეხება სპეკულაციებს ბაჩიაშვილის მიმართ, უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი, რომელიც თურმე პირდაპირ ასრულებდა დავალებებს და ოდითგანვე იყო ინსტრუმენტი იმ ბინძური ძალის ხელში, რომელიც ასობით მილიონს ხარჯავდა ამ უსამშობლოებში, რომ შემდეგ ის საშინელება გვენახა რუსთაველის ქუჩაზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.