1770841551
ირაკლი კირცხალია აშშ-სთან ურთიერთობაზე: მზად ვართ, რომ ისტორიულად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან საერთოდ არ გავიხსენოთ მძიმე მემკვიდრეობა და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღამის კურიერი“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გააგრძელოს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მართლაც ისტორიულად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან საერთოდ არ გავიხსენოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ხაზს უსვამენ ადმინისტრაცია და მათი წარმომადგენლები და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა; გავაგრძელოთ სწორედ იმ პოლიტიკური ხედვებით, იმ პოლიტიკური მსოფლმხედველობით, რომლის სრული თანხვედრა იყო და არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა კირცხალიამ.
როგორც ცნობილია, 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.











