ირაკლი კირცხალია: 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ლომჯარიას რა მიზანი ჰქონდა ამ პარლამენტში ყოფნის, ეს გახარიამ განმარტა თავის აღიარებით ჩვენებაში საგამოძიებო კომისიაზე

ირაკლი კირცხალია

ლომჯარიას რა მიზანი ჰქონდა ამ პარლამენტში ყოფნის, ეს გახარიამ განმარტა თავის აღიარებით ჩვენებაში საგამოძიებო კომისიაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გიორგი გახარიასთან ერთად ნინო ლომჯარიას, მისი მოადგილის გიორგი ბურჯანაძის და გერმანიის ელჩის ყოფნაზე საუბრისას.

„ალბათ იყო იქ, სადაც ეგულებოდა ის ადამიანი, ოღონდ ჯერ-ჯერობით ხელისუფლებაში მყოფი რომელიც კარგად დაგეგმილ და გაწერილ დიდ სცენარს ასრულებდა. რა თქმა უნდა ამ აღმსრულებელთან ერთად ერთ-ერთი დავალების გამტარი ადამიანი იმყოფებოდა ამ შენობაში მის გვერდით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ, მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და გერმანიის ელჩი. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას აღიარებინეს, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა ლომჯარია. პარლამენტში ყოფნას ადასტურებს ბურჯანაძეც. რა ნიშნით იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კითხვას ლომჯარია და გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ პასუხობენ.