ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევის მიღწევა შეუძლებელი იქნება ისეთი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, რომელიც ზედაპირზე არ იქნება. კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი თუ ზედაპირზე არ გამოჩნდა, მაშინ რის მიხედვით უნდა მოხდეს გადატვირთვა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რჩება არა მხოლოდ ეს რეგიონი, არამედ საქართველოც.
„ისე არ მოხდება, როგორც შეიძლება, ბევრ ავტორიტარსა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს სურს, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი რეგიონიდან გავიდეს ან ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესი დაკარგოს. ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევის მიღწევა შეუძლებელი იქნება ისეთი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, რომელიც ზედაპირზე არ იქნება. კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი თუ ზედაპირზე არ გამოჩნდა, გაუგებარია, მაშინ რის საფუძველზე უნდა მოხდეს „გადატვირთვა“? ეს ურთიერთობა ხომ რაღაცის გამო იყო დაპაუზებული, ხომ იყო კრიზისში შესული და ხომ იყო ივანიშვილი სანქცირებული. იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს, რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამას, უკვე თვეებია, ითხოვს ამერიკაც და საჯაროდაც აცხადებს, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომლებიც ივანიშვილმა იცის და რომლებიც ამერიკელ პარტნიორებს დაარწმუნებს მის განზრახვათა სერიოზულობაში.
ამ მიზნით უნდა ჩამოდიოდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია და გაიმართოს საუბარი იმ კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა საშუალებითაც ქართულ სახელმწიფოს ამ კრიზისიდან გამოსვლა შეეძლება და ასევე, რა ნაბიჯების გადადგმაც საჭირო იქნება ამ გზაზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების რესურსი იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი გონზე მოვლენ და მიხვდებიან, რომ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება არ გამოდის, როგორც შიდა წნეხის, ისე იმ ფაქტორის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მიტოვებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.