"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
გიორგი გახარია ქრონიკული მოღალატეა, ჯერ უღალატა ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე ოპოზიციურ შეთანხმებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო ელექტორატის მიერ არარა ხდება მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური ძალის.
„გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც ჯერ უღალატა ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე უღალატა ოპოზიციურ შეთანხმებას და, საბოლოო ჯამში, ეს კაცი ცდილობს, თავის გუნდთან ერთად დაბრუნდეს „ქოცურ“ წიაღში. რამდენად დაბრუნდება, ესეც საკითხავია. საპროტესტო ელექტორატის მიერ მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური ძალის აღარ ხდება, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.