„ენგურთან დაკავშირებით მინდა ვთქვა...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1786044846
სინამდვილეში, გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
ფავლენიშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის ეს სიტყვები არასწორად იქნა აღქმული საზოგადოების ნაწილის მიერ.
„ოცნება“ ისედაც ცდილობს, ხელზე დაიხვიოს ყველაფერი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სინამდვილეში, ბატონ გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ეს კაცი, შეგახსენებთ, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ იარაღით ხელში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში, მთელი ერთი წლის მანძილზე. მოდი, ამ ადამიანს იმას მაინც ნუ დავაბრალებთ, რომ საკუთარ თავს ან ვინმეს აბრალებს რაიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენას. არასწორად იქნა აღქმული, ის საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს სჩადიოდა ქართული მხარე, თვითონაც განმარტა ეს და კიდევ განმარტავს. ეს ადამიანი იყო პარლამენტის წევრი, რომელიც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.