გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
იმ სისხლიანი რეჟიმის დროს ერთი განცხადება მაინც გამახსენეთ EPP-ის მიერ გაკეთებული მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, EPP-ი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობდა.
„ელოდებოდნენ, რომ ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. მილიონ ხმაზე მეტს ვერ ავიღებდით. ეს არის ზუსტად ჩვენი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერის პოლიტიკის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს დღეს არჩევნებში. ამაზე მეტი ლეგიტიმაცია რა გინდა, მილიონ ადამიანზე მეტი ხმას რომ გაძლევს და ესენი არიან, ზოგადად შოკში. არ ელოდნენ ამას. ფიქრობდნენ 500-600 ათას ხმას აიღებდნენ და შესაბამისად, ისე მოიგებდნენ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ყველანაირ ძალადობას მიმარტავენ. საკუთარი გეგმა, სტრატეგია ჩაუვარდათ 4 ოქტომბრის, რაც დაგეგმეს. აიღეთ თუ გინდათ EPP-ის განცხადება, „სახალხო პარტია“, რომელიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობდა. იმ სისხლიანი რეჟიმის დროს ერთი განცხადება მაინც გამახსენეთ EPP-ის მიერ გაკეთებული მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ. დღეს ყოველდღე და ყოველი კვირის ბოლოს რომ რაღაც განცხადებებს აცხობენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ.
თუ გინდათ კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება აიღეთ და ზოგადად, მაგათი რეზოლუციები, წერილები. სამარცხვინო, ხუთ ლარიანი. ზუსტად ხუთ ლარს უხდიან დღეს უილსონს და იმიტომ აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებებს. ჩვენ რომ ათი ლარი გადავუხადოთ, ჩვეულებრივად გადმოვა და ჩვენს სასიკეთო განცხადებებს გააკეთებს. საპირისპიროს იტყვის ოპოზიციაზე. მაგის წერილებიც გვახსოვს, არაერთხელ გამოვაქვეყნეთ. პრემიერს როდესაც მიწერა, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ თუ რამეში გჭირდებით, გამომიყენეთ, თქვენს გვერდით ვარო. უბრალოდ, მაშინ ჩვენ მას ფული არ გადავუხადეთ და დადგა იქ, სადაც დგას. არის ჩვეულებრივად მხარე. არა მხოლოდ უილსონი, არამედ ნაწილი ევროპის მაინც, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ამ პროცესებში წლების განმავლობაში ჩართულია. ვინმე თუ ფიქრობს იმას, რომ ომის საფრთხის წინაშე არ დგას ქვეყანა, ძალიან შემცდარან. დღესაც ომის საფრთხის წინაშეა ქვეყანა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ხელისუფლებიდან დაწყებული, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ ვართ გარანტი, რომ ქვეყანაში სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება ომი არ იქნება და იქნება აუცილებლად სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ გააქტიურდა ევროპის სახალხო პარტია. თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესების ფონზე, EPP ძალადობის შეწყვეტისკენ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მაგრამ არაფერს ამბობს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე. ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ.