მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
რადიკალიზმის და სიძულვილის ენის მხარდაჭერა - ევროკავშირის ელჩმა "რუსთავი 2-ის" შეკითხვა - იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიციის მხარდამჭერი მუსიკოსის კონცერტის დაფინანსებაზე, რომელმაც ქართველ ხალხს აგინა - უპასუხოდ დატოვა.
"რუსთავი 2-ს" პასუხი ამ დრომდე არ მიუღია არც წერილობითი ფორმით დასმულ შეკითხვებზე რომელიც გორში კორძის დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და დანიის კულტურის ინსტიტუტს გაუგზავნა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული ბიუროკრატიის მიდგომები საქართველოსთან მიმართებაში მცდარია.
"ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროსაბჭო და ევროკავშირი ზოგადად ევრობიუროკრატია აკეთებს.
არ შეიძლება, რომ მოძალადე ადამიანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფს, იქნას წახალისებული და იქნას დაჯილდოებული. ამას ჰქვია "ჯილდო" ზუსტად იმ საქმისთვის, რა საქმეც მან გააკეთა.
იმის მაგივრად, რომ აღნიშნულ საკითხს და აღნიშნულ შეურაცხყოფას გაემიჯნოს ევროსაბჭო და ევროკავშირი ჩვენ კარგად ვიცით, როგორ რეაგირებს მსგავს კომენტარებზე, მაგალითად, გერმანიის ხელისუფლება ნატა ფერაძის შეურაცხყოფაზე როგორ რეაგირებს და როგორ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნატა ფერაძესთან დაკავშირებით, რომ შეურაცხყო და აგინა ერთ-ერთ ვთქვათ მოქალაქეს და აქედან გამომდინარე, ვხედავთ ჩვენ ევროკავშირი როგორ იცავს თავის ქვეყნებს მსგავსი კომენტარებისგან, აქედან გამომდინარე ჩვენთან არის ორმაგი სტანდარტი, ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს დათესოს სიძულვილის ენა და მოხდეს საზოგადოების გახლეჩვა,"- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.