"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში, ამ დრომდე, დაკავებულია.
პარტიაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ მაშინ აიყვანეს, როცა აეროპორტის გავლით საზღვარს კვეთდა.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ-საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ყაზახეთი ვაშალომიძეს რუსეთს გადასცემს, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
"მას პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ პუტინის რუსეთს ჰყავს მტრად გამოცხადებული, იმიტომ, რომ ლევან ვაშალომიძე არის საქართველოს პატრიოტი, ის უკრაინაში არს მაღალ თანამდებობაზე. იმედია, ყაზახეთის ხელისუფლება რუსეთს არ გადასცემს ვარშალომიძეს იმიტომ, რომ მას სიცოცხლის საფრთხე დაემუქრება, თუ პუტინის რუსეთს ან პუტინს ჩაუვარდა ხელში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.