ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ AFD ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა

alternative for germany (afd)

მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ევროპარლამენტში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა.

დოკუმენტის თანახმად, AfD გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ "საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და ის უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისაგან".

ამასთან, რეზოლუცია "მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია დიალოგში და არ დააწესონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას".

ამავე დოკუმენტის თანახმად, "ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს".