15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
2023 წლის 13-14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე.