ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს?
1736617292
ეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, დღეს უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ კანდიდატის სტატუსის მატარებელ ქვეყანაში მეგობარი სახელმწიფოს ლიდერის ვიზიტს აქვს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დატვირთვა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ თბილისში უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას.
მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტი იყო მეგობარი ქვეყნის ლიდერის ძალიან დროული და ძალიან ღირებული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში.
„ჩვენ უნგრეთთან გვაქვს ძალიან მჭიდრო და დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ფართოვდება და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, გვესაუბრა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე.
რაც შეეხება მეორე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს და დატვირთვას ვიზიტის, ეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, დღეს უნგრეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ კანდიდატის სტატუსის მატარებელ ქვეყანაში მეგობარი სახელმწიფოს ლიდერის ვიზიტს აქვს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დატვირთვა.
ჩვენ სტუმარს და დელეგაციას გავაცანით ის კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი შეუქცევადი ევროპული ინტეგრაცია, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ 2030 წლისთვის თუკი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც შეეხება გაფართოებას, ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე მზა ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.