1772193240
იანვრის ეკონომიკური ზრდა არის გამორჩეული და საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ევროპაში - მიხეილ დუნდუა
საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
"საქართველო დემონსტრირებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას - 7.9 პროცენტი. იანვრის ეკონომიკური ზრდა არის გამორჩეული და საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ევროპაში და გამორჩეული მსოფლიოში. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის დემონსტრირებას და ეს შედეგები, ბუნებრივია, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის მატებაზე აისახება", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.












