გვარამია-მელიას გუნდს წარსულში „მოქალაქეთა კავშირისა" და „აღორძინების" ლიდერი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა

გვარამია-მელიას გუნდს წარსულში „მოქალაქეთა კავშირისა" და „აღორძინების" ლიდერი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა

გვარამია-მელიას გუნდს თენგიზ ჯგუშია შეუერთდა, რომელიც წარსულში „მოქალაქეთა კავშირისა" და „აღორძინების" ლიდერი იყო. ჯგუშია მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

თენგიზ ჯგუშიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებსაც მიმართა. ის ნიკა მელიას მიერ ბოლო დღეებში ზუგდიდის სოფლებში გამართულ შეხვედრებშიც მონაწილეობდა.