გუშინდელი აქცია კარგად ანახებს საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე ამდენი წელია, როგორი „მეგობრები“ იღწვიან საქართველოს ე.წ. კეთილდღეობისთვის, მათ შორის ევროპარლამენტში - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

გუშინდელი აქცია კიდევ უფრო კარგად ანახებს საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე ამდენი წელია, როგორი „მეგობრები“ იღწვიან საქართველოს ე.წ. კეთილდღეობისთვის, მათ შორის ევროპარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს გუშინ რუსთაველზე გამართულ აქციაზე დაუსვეს კითხვა.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საერთაშორისო დღის წესრიგი, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.