რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული ადამიანი, ფაშისტებად რაცხავდნენ უფროს თაობას სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და ნაირა გელაშვილები, შემდეგ სააკაშვილი შეუერთდა თავისი ბანდით, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.
რუსუდან შარაძეს კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა: „როგორ ფიქრობთ, რატომ მოკლეს გურამ შარაძე და არა სხვა ნებისმიერი. ვთქვათ, ნებისმიერი შეეძლოთ, შეერჩიათ და მოეკლათ ქუჩაში, როგორ გგონიათ, რატომ ის და არა სხვა?“.
„გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული ადამიანი. 1996 წლიდან დაუპირისპირდა ჯორჯ სოროსს, მის ფონდს, დაუპირისპირდა თავისუფლების ინსტიტუტს, „რადიო თავისუფლებას“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „კავკასიურ სახლს“. არ არსებობდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომ არ შეხებოდა. მას უნდოდა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება, იბრძოდა კაცთმოძულე სექტების წინააღმდეგ. ის იბრძოდა პასპორტებსა და დაბადების მოწმობებში ეროვნების, მამის, სახელის აღდგენისთვის, ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე არ იყო ვალდებული, სცოდნოდა ქართული ენა და ამასთან დაკავშირებით იბრძოდა. რაც მთავარია, იბრძოდა ეგრეთ წოდებული 400 ათასი თურქი მესხის საქართველოში ჩამოსახლებისთვის. იყო კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის უშუალო მოვალეობა იყო ეს. იბრძოდა ეროვნული საგანძურისთვის. ვინმე გუროვი აპირებდა, გაეტანა განძი, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა სისხლით და ოფლით დააბრუნა. ის განძი უნდა გაეტანათ და ორი წელი ყოფილიყო, ემოგზაურა ამერიკაში. ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის გარანტია უნდა ყოფილიყო და იქითა მხრიდან სახელმწიფო კი არა, ვინმე ქორვაჭარი, გადამყიდველი გუროვი. სასტიკად იბრძოლა და წლების განმავლობაში ეს საკითხები ბევრჯერ დამდგარა. ბოლოს სასამართლოც კი მოუგო და არ გაატანა. როგორც თავად მუზეუმის თანამშრომლებისგან მსმენია, მოკლეს თუ არა მამაჩემი, გაიტანეს ის განძი. რაც მთავარია, იბრძოდა განათლების სისტემისთვის. რაც ჩამოვთვალე, ყველაფრის თავი და ბოლო არის სოროსი. ის იყო ამის დამფინანსებელი. განათლების სისტემა, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი მოსპეს სოროსის დაფინანსებით, რამდენი ინსტიტუტი გააუქმეს.
ფაშისტად რაცხავდნენ უფროს თაობას ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი და ღლაპები: ბოკერია, რამიშვილი, თინა ხიდაშელი. ანა დოლიძე მთლად ღლაპი იყო. ამხელა პირდაუბანელიო, ზუსტად დაუძახა ირაკლი ოქრუაშვილმა, ერთადერთ რამეში ვეთანხმები. დღესაც ვერ გაძღნენ საქართველოს სისხლით, ძირს უთხრიან, მიწას აცლიან ფეხებში. მეტი სურვლი არ აქვთ, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი.
რაც მთავარია, ამაში ფულს იღებენ. შემდეგ სააკაშვილი შეუერთდა თავისი ბანდით. თავიდან ჯერ ესენი იყვნენ, სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და ნაირა გელაშვილები. ვინ იყო სააკაშვილი მაშინ, არავინ. ჯენზ ლანა ღოღობერიძეს იმდენი უბედურება აქვს გაკეთებული, თავი რომ დავანებოთ იმას, ლევან ღოღობერიძის ასული რომ არის.
გურამ შარაძე ორჯერ იყო ციხეში, კაცი, რომელსაც კალმის მეტი, ხელში არაფერი ჭერია. სააკაშვილმა ორჯერ დასაჯა. ორივეჯერ წვრილმანი ხულიგნობისთვის. ვარდების რევოლუციის შემდეგ უარესი ტერორი დაიწყო ჩვენი ოჯახის მიმართ. ტერორი და მუქარა სულ იყო. გურამი იყო იძულებული, მიემართა ყველა საელჩოს წარმომადგენლებისთვის იმის თაობაზე, ვარდების რევოლუციის მოსულმა ხელისუფლებამ როგორი ტერორი გააჩაღა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ, როგორ ემუქრებოდნენ. ნოემბერში ხომ მოვიდნენ, მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, ნოემბერი დამთავრებული არ იყო, ნინო ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დაცვა მოუხსნა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დაჟინებული მოთხოვნით დაუნიშნა მაშინ, როცა ჩემი ძმა, ლაშა მოკლეს. რომ იცოდეთ, ლაშას მკვლელობაც გურამ შარაძის მკვლელობის ერთი მთლიანობაა“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.