ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
ვალერი გელაშვილის ამბავი არის მორიგი დადასტურება, როგორ მართავდა სახელმწიფოს ელჩების მიერ მონათლული „ევროპული ღირებულების“ „ნაცმოძრაობა“ და დღეს ვითომ ოპოზიციაში მყოფი როგორ უშლის ხელს სახელმწიფოს განვითარებაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ვალერი გელაშვილის მონაყოლიდან კეთდება დასკვნა, რომ სააკაშვილის მხრიდან მის მიმართ ანგარიშსწორება განხორციელდა.
„თქვენ თქვით, რომ თქვენზე განხორციელებული თავდასხმის დროს ერთ-ერთმა ნიღბიანმა გითხრათ, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვეღარ ისაუბრებო და კონდახი ჩაგარტყათ სახეში. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ფაქტები, რაზეც თქვენ კომისიის სხდომაზე საუბრობთ, დადასტურებულია სასამართლოს მიერ და უარყოფილია ეჭვი, რომ ბიზნეს გარჩევას ჰქონდა ადგილი. ბიზნეს გარჩევის დროს არავის აინტერესებს, პრეზიდენტს ბიზნესპარტნიორმა რა უთხრა, შესაბამისად, კონდახს სახეში არ ურტყამენ. თქვენი მონაყოლიდან და იმ პიროვნების სიტყვების გათვალისწინებით, რომელმაც გითხრათ, პრეზიდენტზე ვეღარაფერს იტყვიო, კეთდება დასკვნა, რომ თქვენ მიმართ ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ კადრულობენ, რომ საქართველოს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხი გასცენ. „ევროპული ღირებულების“ მქონე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვენი საქმით საზოგადოებას ანახა, რომ უბრალო მოქალაქე კი არა, ბიზნესმენი და ცნობილი ადამიანიც რომ იყოს, სააკაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, თქვენს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ახლა ვეკითხები ელჩებს – ვალერი გელაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას? მან თავისი დამოკიდებულება გამოხატა პრეზიდენტის მიმართ? დღეს შეურაცხყოფა, ბულინგი, ქუჩაში დახვედრებია პრემიერ-მინისტრით დაწყებული, მინისტრებითა და მათი ოჯახის წევრებით დამთავრებული – ყველას მიმართ და ზოგიერთი ქვეყნის ელჩი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ელჩი, ამ ყველაფერს ნათლავს გამოხატვის თავისუფლებად. ვალერი გელაშვილის ამბავი არის მორიგი დადასტურება იმისა, როგორ მართავდა სახელმწიფოს ელჩების მიერ მონათლული „ევროპული ღირებულების“ „ნაცმოძრაობა“ და დღეს ვითომ ოპოზიციაში მყოფი, როგორ უშლის ხელს სახელმწიფოს განვითარებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.