გურამ მაჭარაშვილი: ცვლილებები მზადდება, რომ უფრო მეტი სიცხადე შევიდეს კანონში, რა არ ჩაითვლება გრანტის ფორმად, რომელიც მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს

გურამ მაჭარაშვილი

ყველაფერი მოქმედი კანონითაც იყო გათვალისწინებული და შინასრობრივად საელჩოს ისედაც არ ეხებოდა, რომელსაც შეიძლება, თანხა თავისივე ქვეყნიდან ჩაერიცხოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ დასმული კითხივს საპასუხოდ განუცხადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მისი თქმით, საელჩო როდესაც გრანტს მიიღებს, ეს არ იქნება გათვალისწინებული იმ წესით, რაც არეგულირებს მთავრობასთან შეთანხმებას.

„ეს ყველაფერი მოქმედი კანონითაც იყო გათვალისწინებული და შინასრობრივად საელჩოს ისედაც არ ეხებოდა, რომელსაც შეიძლება, თანხა ჩაერიცხოს თავისივე ქვეყნიდან. ცვლილებები მზადდება იმისთვის, რომ მორიგ ჯერზე დადასტურდეს და უფრო მეტი სიცხადე შევიდეს კანონში, რა არ ჩაითვლება გრანტის ფორმად, რომელიც მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს. ეს ეხება უშუალოდ საელჩოს მიმართ ჩარიცხულ თანხებს. საელჩო რომ თანხებს მიიღებს, ამაზეა საუბარი. როცა საელჩო გრანტს მიიღებს, ეს არ იქნება გათვალისწინებული იმ წესით, რაც არეგულირებს მთავრობასთან შეთანხმებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა.