კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
როდესაც 17 მაისს, უცხოელმა აქტორებმა დაინახეს,რომ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა და ოჯახური სიწმინდე და ენა, მამული, სარწმუნოება დაიცვა, რიტორიკა მყისიერად დაწიეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„2020-ში ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი და ყურადღებით უსმენდა ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს, კითხულობდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, მაგრამ ვნახოთ დღეს როგორი განწყობაა და რა ფონია საზოგადოებაში ამერიკელი სენატორებისა და ევროპარლამენტარების მიმართ. ამ 4 წლის განმავლობაში რაც მათ თქვეს, აბსოლუტურად ყველაფერი გაქარწყლდა და გაქარწყლდა არა მხოლოდ ჩვენი სასამართლოს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ. სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენჯერმე სტრასბურგის სასამართლომ თავზე გადაახია ყველა დიპლომატსა და მთლიანად ევროპარლამენტს სააკაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ჩვენ გვახსოვს 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ამ საკითხზეც ცივი წყალი გადაასხა სტრასბურგის სასამართლომ ოცდაშვიდივე ელჩს. ვინმემ ნახა, რომ რომელიმე ელჩი გამოვიდა გულისტკივლით და თქვა, რომ შეცდომაში შევიყვანეთ საზოგადოებაო?!
საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც დაინახავენ, რომ ქართველი ხალხი დგას მშვიდობის, ტრადიციების შენარჩუნებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების მხარეს აუცილებლად დაინახავენ ამას ევროპარლამენტარებიც, ამერიკელებიც და რიტორიკა აუცილებლად შეიცვლება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.