გურამ მაჭარაშვილი - როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირს უნდა შევედაროთ, აბა, რაში შევედაროთ, ჩაცმულობაში, კულინარიაში? კანონმდებლობასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში უნდა შევედაროთ

გურამ მაჭარაშვილი

როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირს უნდა შევედაროთ, აბა, რაში შევედაროთ, ჩაცმულობაში, კულინარიაში? კანონმდებლობასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში უნდა შევედაროთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტობა და მედიამენეჯერობა ინდულგენციას არ ნიშნავს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც პოლიტიკოსები, ყველას მოეთხოვება პასუხისმგებლობა.

„პუნქტი ან მუხლი დაასახელეთ, რომლის თაობაზეც გაქვთ მოსაზრება, რომ ამით მედია იზღუდება, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში და შემდეგ შეიზღუდება საქართველოშიც. როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირს უნდა შევედაროთ, აბა, რაში შევედაროთ, ჩაცმულობაში, კულინარიაში? კანონმდებლობასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში უნდა შევედაროთ. დემოკრატიული ინსტიტუტების შეფასებაში პოზიტივები გვაქვს, კანონმდებლობაში ბრიტანეთს არ შევედაროთ? აბა, რომელ ქვეყანას? რომელი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ, სადაც მედია კარგად მუშაობს? არც ბრიტანეთი იყო გამონაკლისი და იქ უფრო უარესი მოხდა, მათ შორის, აქციების დროს. ქართული პოლიცია აქციებისას უფრო მაღალ სტანდარტს იცავდა, ვიდრე ბრიტანეთი და საფრანგეთი. გადამეტებები ვერ ნახეთ? ამაზე რატომ არ იყო განცხადებები? ჟურნალისტობა და მედიამენეჯერობა ინდულგენციას არ ნიშნავს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც პოლიტიკოსები, ყველას მოეთხოვება პასუხისმგებლობა. მედიასაშუალებამ პასუხი უნდა აგოს, ვინც საზოგადოებას ტყუილს აწვდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.