ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
თვითმიზანი გახდა უკვე იქ [აქციაზე] მისვლა. უცებ რომ ჰკითხო, რას ითხოვენ, ვერ გეტყვიან - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ქუჩის პროტესტის მონაწილეები არითმეტიკაში ვარჯიშობენ.
„არითმეტიკაში ვარჯიშობენ, ერთადერთი ეს არის. იქაც არ ვიცი რამდენად სწორად ითვლიან ამ დღეებს, მაგრამ უცებ რომ ჰკითხო, რა გინდა, რას ითხოვ, ვერ გეტყვის. რატომ? იმიტომ, რომ თვითმიზანი გახდა იქ [აქციაზე] მისვლა და დაფიქსირება ამ ყველაფრის, როგორც ჩანს რაღაც ინტერესების გამო. რიტუალად გადაიქცა აქციის ჩატარება. არ შეიძლება წელიწადი და ორი წელიწადი გყავდეს მხოლოდ ათეული მომხრე და გეგონოს, რომ რაღაც დიად მიზნებს ემსახურები. ამიტომაც ემსგავსება ეს არა პოლიტიკურ პროცესს, არამედ რიტულას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.